Კომპლექსის რიგით მე-7 ტაძარია წმინდა მოწამეების, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებისა და წმ.ბიძინა ჩოლოყაშვილის სახელობის ბაზილიკა, რომელიც 2023 წლის 13 თებერვალს იკურთხა. ტაძარი მდებარეობს უნივერსალური განათლების სივრცე “ბახტრიონის”, მესამე სართულზე. Შემთხვევითი არ არის, რომ ტაძარი ბახტრიონელი მოწამეების სახელს ატარებს – მას ეს სიმბოლური სახელწოდება სწორედ კომპლექსის ტერიტორიული მდებარეობიდან გამომდინარე აქვს. მოწამეთა ტაძარი პატრიარქის კურთხევით […]
“მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს” – ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს ახალგაზრდების ახალი ინიციატივა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ჯვართამაღლების სამრევლოს ინიციატივით, ტაძრის ახალგაზრდებმა დაიწყეს მომლოცველობა და საქართველოს სხვადასხვა ეპარქიისა და რეგიონის მონახულება სამოქალაქო აქტივობის ფორმატით. ორგანიზატორების ინიციატივა ეძღვნება პატრიარქ ილიას მამამთავრობის 45 წლისთავს. თითოეული გასვლა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავართან შეხვედრა; ეპარქიის წმინდა ადგილების მოლოცვა; რეგიონის […]
შ ა ბ ა თ ს, 24 ივნისს, სვეტიცხოვლის წინამძღვრის, არქიმანდრიტ სერაფიმე ჭედიას თანადგომით დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ, ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს მონაწილეობით, საღმრთო ლიტურგია აღავლინა თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად. ქადაგების ვიდეოჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://madliereba.ge/geo/vvid/რა-არის-საღმრთო-საქმე-i-ქად ფ ო ტ ო იხილეთ მეტი…
ხუთშაბათს, 8 ივნისს, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსს სტუმრობდა ბელგიაში მდებარე ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძრის რუმინული სამრევლო 50-კაციანი შემადგენლობით მათი წინამძღვრის, მღვდელ კიპრიანეს, თანხლებით. ღამისთევის საღმრთო ლიტურგიის შემდეგ სტუმრები შეხვდნენ მამა თეოდორეს და მათთვის საინტერესო, სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული კითხვები დაუსვეს. იხილეთ მეტი…
Კომპლექსის რიგით მე-6 ტაძარია წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის სამნავიანი ბაზილიკა, რომელიც მისივე სახელობის განათლების კერის თავზე, მესამე სართულზე მდებარეობს და წარმოადგენს ტაო-კარჯეთის ოთხთას ეკლესიის არქიტექტურულ, შემცირებული ზომის ანალოგს. Წმ.გრიგოლის ტაძარი პატრიარქის კურთხევით 2022 წლის 10 დეკემებრს იკურთხა მეუფე დავით ალავერდელის მიერ.
2022 წლის 11 ივლისს პატრიარქის კურთხევით სატაძრო კომპლექსის რიგით მე-5, ღირსი სოფრონ ინგლისელის ტაძარი იკურთხა მთავარეპისკოპოს ეფრემ ბოლნელის მიერ. ტაძარი კომპლექსის დანარჩენი ტაძრებისგან თავისი ადგილით განსხვავდება. ის 0-სართულზე მდებარეობს და წარმოდგენილია კატაკომბურ სტილში. ინტერიერში ასევე XIX-XX საუკუნის ღირსი მამების ფრესკებია წარმოდგენილი. თითოეულ მათგანს ხელში თავისი ციტატის გრაგნილი უპყრია და ეს ციტატები ყველა ერთი და იმავე […]
პარასკევს, 17 თებერვალს, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში სტუმრად იმყოფებოდნენ წმ.პორფირი კავსოკალიველის სულიერი შვილი, ღვთისმეტყველების დოქტორი, ბიზანტიური ხელოვნების მაგისტრი, ბერი პატაპიოს კავსოკალიველი (ათონის წმიდა მთა) და თეოლოგიის დოქტორანტი გაბრიელ ვიქტორ ბაკლეა (რუმინეთი). ტაძრის მისიონერული ჯგუფის ინიციატივით, მრევლის წევრები შეხვდნენ მამა პატაპიოსსა და ბატონ გაბრიელს. სტუმრებმა უპასუხეს შეკითხვებს, რომლებიც შეეხებოდა წმ.პორფირი კავსოკალიველსა და სულიერი ცხოვრების პრაქტიკას. ფ ო […]
ორშაბათს, 13 თებერვალს, ალავერდელ მიტროპოლიტ დავითის მიერ ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის მე-7, წმინდა მოწამეების – ბიძინა (ჩოლოყაშვილი), შალვა და ელიზბარის (ქსნის ერისთავები) სახელობის ტაძარი იკურთხა. ფ ო ტ ო იხილეთ მეტი…
კვირას, 18 სექტემბერს, საღმრთო ლიტურგია ჯვართამაღლების ტაძარში აღავლინა არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა ტაძრის წინამძღვარ, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან და თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად. მამა ეფრემმა საგანგებოდ ჯვრის ამაღლების ტაძრის სამრევლოსთვის ათონის მთიდან საჩუქრად ჩამოაბრძანა ცხოველმყოფელი ჯვრის წმინდა ნაწილი. ფ ო ტ ო იხილეთ მეტი…
16 ივლისს შედგა წმ.მაქსიმე ბერძენის ინსტიტუტის დირექტორისა და ევგენი ვულგარის სახელობის ციფრული აკადემიის ხელმძღვანელის, ნიკო გურაროს, ინტერვიუ დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან თემაზე ,,სამრევლო ცხოვრების მოწყობა და აღორძინება” ბატონი ნიკო გურარო საგანგებოდ იმყოფებოდა თბილისის ჯვართამაღლების სამრევლოში სტუმრად აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. ფ ო ტ ო
13-დან 14 ივლისზე გარდამავალი ღამისთევის საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე ბერ იოსებ ვატოპედელის დაბადებიდან 101-ე და გარდაცვალებიდან მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმოდ შემობრძანდა მისი წმინდა ნაწილი, რომელიც არქიმანდრიტმა ეფრემ ვატოპედელმა ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოსთვის მამა თეოდორეს გადასცა. ლიტურგია ჯვართამაღლების ტაძარში აღავლინა წინამძღვარმა თანამწირველ და სტუმარ სასულიერო პირებთან ერთად. ვ ი დ ე ო ფ ო ტ ო
10/11 ივლისის ღამეს ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში აღინიშნა ღირსი სოფრონ ინგლისელის (სახაროვი) ხსენება და იკურთხა მისივე სახელობის ტაძარი. ღვთისმსახურება აღავლინა ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა ეფრემმა, ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესა და თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად. ფ ო ტ ო იხილეთ მეტი…