ინტენსიური ევქარისტიული ცხოვრების ნაყოფად შეიძლება მივიჩნიოთ Ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს ახალგაზრდობის მცდელობა გარეგნული ფორმებითაც იდიდებოდეს უფალი. მრევლის ეს ინიციატივა და სურვილი გოგონათა გამშვენების ჯგუფის ჩამოყალიბებით რეალიზდა, რომელიც ყოველი დღესასწაულისა თუ განსაკუთრებული შემთხვევისთვის საგანგებოდ ალამაზებს კომპლექსის ტაძრებს, ეზოს და, ზოგჯერ – მის მიმდაბარე ტერიტორიასაც კი. გამშვენების ჯგუფი სამრევლოს ახალგაზრდების ინიციატივით 2017 წელს ჩამოყალიბდა. გოგონათა მოხალისეობრივი აქტიურობით ჯგუფი […]