2021 წლის 14 მარტს, ჯვართამაღლების ხატთა კრებულს შეემატა კეთილგონიერი (ჯვარცმული) ავაზაკის საგანგებოდ დაწერილი ხატი, რომელსაც სამღვდელო დასი და მრევლი საზეიმო პატივით მიეგება. ხატი დაბრძანებულია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის მთავარ ტაძარში.
2021 წლის 4 სექტემბერს, მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარმა – დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ, თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს დიდი ნაწილის მონაწილეობით. ფ ო ტ ო
2021 წლის 7 თებერვალს, წმინდა გაბრიელ ქიქოძის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე ლიტანიობით შემობრძანდა ჯვართამაღლების ტაძრისთვის დაწერილი ხატი, რომელსაც სამღვდელო დასი და მრევლი საზეიმო პატივით მიეგება. ხატი დაბრძანებულია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის მთავარ ტაძარში. ვ ი დ ე ო https://youtu.be/1R3Xqk_aal0
2021 წლის 31 იანვარი განსაკუთრებული იყო ტაძრის სამრევლოსთვის: ჯვართამაღლების ხატთა კრებულს შეემატა წმინდა ანტონი დიდის ხატი, რომელსაც სამღვდელო დასი და მრევლი საზეიმო პატივით მიეგება. ხატი დაბრძანებულია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის მთავარ ტაძარში. ვ ი დ ე ო ფ ო ტ ო
2021 წლის პირველი იანვრის ღამისთევის საღმრთო ლიტურგიის დაწყებამდე ლიტანიობით შემობრძანდა, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში არსებული, წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძრისთვის საგანგებოდ დაწერილი, ღირსი ათონელი მამის – წმინდა დანიელ კატუნაკელის ხატი, რომელსაც სამღვდელო დასი და მრევლი საზეიმო პატივით მიეგება. ხატი დაბრძანებულია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში. ვ ი დ ე ო ფ ო ტ ო
2020 წლის 13 დეკემბერს, წირვის დაწყებამდე ლიტანიობით შემობრძანდა, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში არსებული წმინდა იოსებ ისიქასტის ტაძრისთვის საგანგებოდ დაწერილი ღირსი ათონელი მამის – არსენ მღვიმელის ხატი, რომელსაც სამღვდელო დასი და მრევლი საზეიმო პატივით მიეგება. ვ ი დ ე ო ფ ო ტ ო
2020 წლის 15 ნოემბერს, წირვის დაწყებამდე ლიტანიობით შემობრძანდა ჯვართამაღლების ტაძრისთვის საგანგებოდ დაწერილი წმინდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლას ხატი, რომელსაც სამღვდელო დასი და მრევლი საზეიმო პატივით მიეგება. ხატი დაბრძანებულია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის მთავარ ტაძარში. ვ ი დ ე ო ფ ო ტ ო
2020 წელს 4 ნოემბრიდან 5 ნოემბერზე გარდამავალი ღამისთევის საღმრთო ლიტურღიის დაწყებამდე, ლიტანიობით შემობრძანდა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის, წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძრისთვის საგანგებოდ დაწერილი ღირსი ათონელი მამის – ხარლამპე დიონისელის ხატი, რომელსაც ტაძრის სამღვდელო დასი და სამრევლო საზეიმო პატივით მიეგება. ვ ი დ ე ო ფ ო ტ ო
2020 წელს 16-დან 17 სექტემბერზე გარდამავალი ღამისთევის საღმრთო ლიტურღიის დაწყებამდე, ლიტანიობით შემობრძანდა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის, წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძრისთვის საგანგებოდ დაწერილი ღირსი ათონელი მამის – იოსებ ვატოპედელის ხატი, რომელსაც ტაძრის სამღვდელო დასი და სამრევლო საზეიმო პატივით მიეგება. ვ ი დ ე ო ფ ო ტ ო
2020 წლის 19 აგვისტოს, ჩვენი უფლის ფერისცვალების დღესასწაული, განსაკუთრებული იყო ტაძრის სამრევლოსთვის: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, წირვის შემდგომ, საზეიმოდ იკურთხა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ახალი ტაძრის საძირკველი. ფ ო ტ ო