2020 წლის 13 დეკემბერს, წირვის დაწყებამდე ლიტანიობით შემობრძანდა, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში არსებული წმინდა იოსებ ისიქასტის ტაძრისთვის საგანგებოდ დაწერილი ღირსი ათონელი მამის – არსენ მღვიმელის ხატი, რომელსაც სამღვდელო დასი და მრევლი საზეიმო პატივით მიეგება. ვ ი დ ე ო ფ ო ტ ო
2020 წლის 15 ნოემბერს, წირვის დაწყებამდე ლიტანიობით შემობრძანდა ჯვართამაღლების ტაძრისთვის საგანგებოდ დაწერილი წმინდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლას ხატი, რომელსაც სამღვდელო დასი და მრევლი საზეიმო პატივით მიეგება. ხატი დაბრძანებულია ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის მთავარ ტაძარში. ვ ი დ ე ო ფ ო ტ ო
2020 წელს 4 ნოემბრიდან 5 ნოემბერზე გარდამავალი ღამისთევის საღმრთო ლიტურღიის დაწყებამდე, ლიტანიობით შემობრძანდა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის, წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძრისთვის საგანგებოდ დაწერილი ღირსი ათონელი მამის – ხარლამპე დიონისელის ხატი, რომელსაც ტაძრის სამღვდელო დასი და სამრევლო საზეიმო პატივით მიეგება. ვ ი დ ე ო ფ ო ტ ო
2020 წელს 16-დან 17 სექტემბერზე გარდამავალი ღამისთევის საღმრთო ლიტურღიის დაწყებამდე, ლიტანიობით შემობრძანდა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის, წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძრისთვის საგანგებოდ დაწერილი ღირსი ათონელი მამის – იოსებ ვატოპედელის ხატი, რომელსაც ტაძრის სამღვდელო დასი და სამრევლო საზეიმო პატივით მიეგება. ვ ი დ ე ო ფ ო ტ ო