კატეგორია: განათლების კერა

მაი 07
ბრწყინვალე აღდგომის მსახურება

ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში აღდგომის ღამისთევის სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია აღავლინა წინამძღვარმა, დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ თანამწირველ სასულიერო პირებთან ერთად. წირვის შემდგომ წინამძღვართან და მამებთან ერთად გაიმართა სამრევლო სადღესასწაულო შეხვედრა ათონის დარბაზში. ქადაგების ვიდეოჩანაწერი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: madliereba.ge/geo/vvid/ა-ღ-დ-გ-ო-მ-ა-ქადაგება-20-04-2025

სექ 14
19-24 სექტემბერს საქართველოში ჩამობრძანდება ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

⚜️ 19-24 სექტემბერს საქართველოში ჩამობრძანდება ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე ⚜️ ვიზიტი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია II-ის კურთხევით და ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული “წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის განათლების კერის” ორგანიზებით იმართება და მოიცავს საჯარო შეხვედრებს მიტროპოლიტ ათანასესთან. 📍 შეხვედრებზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ მსურველებს უმორჩილესად გთხოვთ, აუცილებლად მიჰყვეთ ინსტრუქციას და აირჩიოთ ერთ-ერთი ფორმა: ▪️ გაიაროთ რეგისტრაცია (თითოეულ შეხვედრას […]

აპრ 08
არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელის სტუმრობა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში | 17.09.2023

ჯვართამაღლების ტაძარში მამა ეფრემის რიგით მე-3 სტუმრობის ფარგლებში, საღმრთო ლიტურგიის შემდეგ გაიმართა შეხვედრა კომპლექსში არსებულ ათონის წმ. მთის სახელობის სააქტო დარბაზში, სამრევლოს დაარსებიდან 20 წლისთავთან დაკავშირებით. აგრეთვე, შედგა ვატოპედის მონასტრის მიერ გამოცემული ახალი წიგნის ,,წმ.იოსებ ისიქასტი: წერილები და ლექსები” პრეზენტაცია.https://www.youtube.com/watch?v=x7IkrnpE6GE

სექ 30
ახალი პროექტი – მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში

ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის მიერ საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს:   “მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში” პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა შედგა ანსამბლ “ბასიანთან”.    https://youtu.be/v_fWqfN8L94?si=uo24h1FiVWLo52WU

ივლ 18
“მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს” (გასვლა N13)

“მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს” – ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს ახალგაზრდების ახალი ინიციატივა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ჯვართამაღლების სამრევლოს ინიციატივით, ტაძრის ახალგაზრდებმა დაიწყეს მომლოცველობა და საქართველოს სხვადასხვა ეპარქიისა და რეგიონის მონახულება სამოქალაქო აქტივობის ფორმატით. ორგანიზატორების ინიციატივა ეძღვნება პატრიარქ ილიას მამამთავრობის 45 წლისთავს. თითოეული გასვლა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავართან შეხვედრა; ეპარქიის წმინდა ადგილების მოლოცვა; რეგიონის […]

  • მნიშვნელოვანი მოვლენები
ივლ 16
ინტერვიუ მესაპოტამოს მონასტრის (კვიპროსი) წინამძღვართან, არქიმანდრიტ პაისისთან – ციკლიდან “ღირსი იოსებ ისიქასტის სულიერი სკოლა და მემკვიდრეობა”

ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსი წარმოგიდგენთ ინტერვიუთა ციკლს “ღირსი იოსებ ისიქასტის სულიერი სკოლა და მემკვიდრეობა” – პროექტს, რომელიც მომზადებულია “წმ. გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის” მიერ.   პროექტის მეექვსე სერიაში წარმოდგენილია ინტერვიუ მესაპოტამოს მონასტრის (კვიპროსი) წინამძღვართან, არქიმანდრიტ პაისისთან, რომელიც პასუხებს სცემს სულიერი ცხოვრების პრაქტიკასთან დაკავშირებულ კითხვებს.   პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი – თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელი საბა […]

  • სიახლეები
ივნ 07
„თავისუფლება ჩვენს ერთიანობაშია“ – 26 მაისის მილოცვა აფხაზ და ოს ახალგაზრდებს ქართველი თანატოლებისგან

თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის (წინამძღვარი: დეკანოზი თეოდორე გიგნაძე) სამრევლოს მონაწილეობითა და ორგანიზებით შეიქმნა ვიდეორგოლი, რომელშიც ახალგაზრდები აფხაზ და ოს თანატოლებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ულოცავენ. ვიდეოკლიპში მონაწილეობა სამრევლოს 200-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო.https://youtu.be/PbRiPhMQ0hs

მარ 10
11 მარტიდან, დიდმარხვაში, ყოველ შაბათს 22:00 საათზე – ტრადიციული პირდაპირი ეთერი დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან.

11 მარტიდან, დიდმარხვაში, ყოველ შაბათს 22:00 საათზე – ტრადიციული პირდაპირი ეთერი დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან. შეხვედრის პირველი ნაწილი მონოლგს დაეთმობა, მეორე ნაწილი კი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია ჩვენს სოციალურ პლატფორმებზე. ვ ი დ ე ო

თებ 26
ინტერვიუ არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელთან

 ჯვართამაღლების ტაძარი წარმოგიდგენთ ინტერვიუთა ციკლს “ღირსი იოსებ ისიქასტის სულიერი სკოლა და მემკვიდრეობა” – პროექტს, რომელიც მომზადებულია “წმ. გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის” მიერ.   პროექტის მეხუთე სერიაში წარმოდგენილია ინტერვიუ არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელთან, რომელიც პასუხებს სცემს პრაქტიკულ სულიერ ცხოვრებასთან დაკავშირებულ კითხვებს.    პროექტის იდეის ავტორი და ხელმძღვანელი – თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის მღვდელი საბა თავაძე.

დეკ 09
წმინდა გრიგოლ პალამა – ისიქასტი და მწირველი

“გრიგოლიადა 2022”-ის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში 10 დეკემბერს, 21:30 საათზე (თბილისის დროით), შედგება Zoom შეხვედრა არქიმანდრიტ ეფრემ ვატოპედელთან.   Შეხვედრის თემაა: “წმინდა გრიგოლ პალამა – ისიქასტი და მწირველი”.   წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის საერთაშორისო Კონფერენცია იმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.   კონფერენციის ინიციატორი და ორგანიზატორია თბილისის ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერა. Შეხვედრის […]

დეკ 03
“განსხვავება ჭეშმარიტ და არაჯანსაღ ქრისტიანობას შორის”

თსუ-ს სტუდენტების ინიციატივით, სივრცე 037 ორგანიზებითა და წმინდა გრიგოლ ხანძთელის განათლების კერი მხარდაჭერით 1 დეკემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსში შედგა შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან, თემით “განსხვავება ჭეშმარიტ და არაჯანსაღ ქრისტიანობას შორის”.

ნოე 24
გრიგოლიადა 2022

Წმინდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის საერთაშორისო კონფერენცია   “გრიგოლიადა 2022” – “მართლმადიდებელი ეკლესიის 2000 წლოვანი გამოცდილება – საღმრთო ევქარისტია და გონებისმიერი ლოცვა (ისიქაზმი)”   Კონფერენცია იმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით   Წმ.გრიგოლ ხანძთელის საერთაშორისო კონფერენციის ინიციატორი და ორგანიზატორია თბილისის ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერა. პროექტის მხარდამჭერია პორტალი PEMPTOUSIA.COM.   კონფერენციის ორგანიზატორების […]