ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ისეთი დამხმარე ნაგებობების მშენებლობა, როგორებიცა: სასანთლე, სამრეკლო, სამუშაო ოთახები სამრევლოს მოხალისეობრივი ჯგუფებისთვის, სათავსეობი, სეფისკვერების საცხობი, სამკერვალო, მოსასვენებელი ოთახები სტუმრებისთვის, რამდენიმე ფანჩატური და ა.შ კომპლექსის ყველა დამხმარე ნაგებობისა და, ასევე, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის, მშენებლობის პროცესში მოხალისეობრივადაა ჩართული სამრევლოს ახალგაზრდობა.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის ეზო იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამწვანებული ადგილი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება განტვირთვა. მრავალი მოსასვენებელი ადგილი (მათ შორის ტაძრის გალავნის მთელ სიგრძეზეც) და ფანჩატურები იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ აქ ოჯახებმაც შეძლოს დღის ნებისმიერი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარება.