...

„მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს“

მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს” ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის ერთ-ერთი პროექტია, რომელიც ტაძრის სამრევლოს ახალგაზრდების ინიციატივით დაიწყო და მათივე სურვილით პატრიარქ ილია II-ის მამამთავრობის 45 წლისთავს ეძღვნება.

პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებმა დაიწყეს მომლოცველობა და საქართველოს სხვადასხვა ეპარქიისა და რეგიონის მონახულება სამოქალაქო აქტივობის ფორმატით.

თითოეული გასვლა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

• ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავართან შეხვედრა;

• ეპარქიის წმინდა ადგილების მოლოცვა;

• რეგიონის კულტურულ-შემეცნებითი ადგილების მონახულება;

• რეგიონში ტერიტორიების დასუფთავება;

• ნერგების დარგვა.

პროექტის მიზანია, რომ მსგავსმა აქტივობებმა ხელი შეუწყოს ახალგაზრდების არა მხოლოდ სულიერ გაჯანსაღებას, არამედ მათი სოციალური პასუხისმგელობის ამაღლებას, რაც შედეგად თითოეული რეგიონის კულტურულ-სოციალურ განვითარებაშიც შეიტანს წვლილს. 

 

გასვლითი ღონისძიებები 2023 წლის მარტში დაიწყო. ამ დრომდე სულ 13 გასვლა შედგა. ახალგაზრდები ესტუმრნენ: გო­რი­სა და ატე­ნის, სა­გა­რე­ჯო-ნი­ნოწ­მინ­დი­სა და ბოდ­ბის, ბოლ­ნი­სის, ალა­ვერ­დის, ახალ­ცი­ხის, მცხეთა-თბილისის, ბათუმისა და ლაზეთის, ზუგდიდისა და ცაიშის, ნეკრესის, სტეფანწმინდისა და ხევის, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის, მარტყოფისა და გარდაბნის ეპარ­ქი­ებს. იგეგმება სხვა ეპარქიების მონახულებაც.

 

ამჟამად პროექტში საშუალოდ სამრევლოს 80-მდე ახალგაზრდა მონაწილეობს. ამასთან, სოციალურ პლატფორმებზე სხვა ახალგაზრდების დიდი რაოდენობით გამოხმაურებიდან და ჩართვის სურვილიდან გამომდინარე იგეგმება პროექტის მასშტაბების გაზრდა და მალე სხვებსაც მეიცემათ მონაწილეობის შესაძლებლობა. 

 პროექტმა ასევე  გამოხმაურება ჰპოვა ქართულ მედიაში. მომზადდა სიუჟეტები და დაიწერა სტატიები საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზიის “ერთსულოვნების“, TV Imedi-ს, Ambebi.ge-ს, Palitra News-ისა და Fortuna.ge-ს მიერ. სიუჟეტები იხილეთ ქვემოთ:


ვიდეო

გასვლები საქართველოს ეპარქიებში

XIII გასვლა მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქიაში (ქვემო ქართლი)
Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.