"ათონის დარბაზის' შესახებ

ჯვართამაღლების ტაძართან მდებარე „ათონის დარბაზი“ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს, გამომცემლობებსა თუ კერძო პირებს შესაძლებლობას აძლევს, დარბაზში მოაწყონ საღამოები, გამოფენები, პრეზენტაციები და სხვა ღონისძიებები. “ათონის დარბაზის” ორგანიზებით იმართება დისტანციური თუ საჯარო შეხვედრები სხვადასხვა დარგის წარმომადგენელ პირებთან. ღონისძიებებზე დასწრება ყველა მსურველს შეუძლია.

შეხვედრების ძირითადი თემატიკაა: რელიგია, თავისუფლება, ხელოვნების და კულტურის სხვადასხვა მიმართულებები, კერძოდ: მუსიკა, მხატვრობა, ლიტერატურა, კინემატოგრაფია, ისტორია, მეცნიერება და სხვა.

შეხვედრების მცდელობაა საზოგადოებაში ინტერესის გაზრდა სულიერი და ადამიანური ღირებულებებისადმი, ასევე – სასარგებლო და ობიექტური ცნობების მიწოდება ამა თუ იმ სფეროს ისტორიის, მნიშვნელობისა თუ დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.

“ათონის დარბაზში” ჩატარებული ღონისძიებებიდან აღსანიშნავია:
დისტანციური შეხვედრები;
საღვთისმეტყველო საუბრები;
მუსიკალური საღამოები;
ფილმების ჩვენება/განხილვა;
გამოფენები;

ყველა შეხვედრაზე დასწრება უფასოა.


შეხვედრების ანონსი

ვ ი დ ე ო