...

„ათონის დარბაზი“ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს, გამომცემლობებს და კერძო პირებს შესაძლებლობას აძლევს დარბაზში სრულიად უფასოდ მოაწყონ საღამოები, გამოფენები, პრეზენტაციები და სხვა ღონისძიებები. დარბაზში არის:

დარბაზის ტევადობა: 80(150) კაცამდე.

გამომცემლობებს

დარბაზი გამომცემლობებს შესაძლებლობას აძლევს, მოაწყონ წიგნების პრეზენტაციები, სურათებისა თუ ილუსტრაციების გამოფენები.

გამოფენის დროს შესაძლებელია წიგნების კითხვა, დისკუსიები, ილუსტრაციის ავტორების გაცნობა აუდიტორიისთვის, საგამომცემლო საქმიანობებისა და ლიტერატურის შესახებ  მიმოხილვები და ა. შ.

 

ხელოვანებს

ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებს საშუალება აქვთ მოაწყონ თავიანთი ნახატების, ფოტოსურათების, ნაკეთობების ან სხვადასხვა ნამუშევრების პერსონალური გამოფენები.

 

ლიტერატორებს,მწერლებს

ზოგად-საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე ადამიანებს, ლიტერატორებსა და პოეტებს, შეუძლიათ მოაწყონ როგორც თავიანთი, ასევე სხვა პიროვნებისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო. საღამო შეუძლიათ გააფორმონ ზომიერი მუსიკით, ასევე პროექტორზე მასალების ჩვენებით (დარბაზში იძლევა ამ საშუალებებს).

 

მეცნიერებს, გამომგონებლებს

მეცნიერ-მუშაკებსა და გამომგონებლებს შეუძლიათ თავიანთი კვლევების და აღმოჩენების შესახებ ჩაატარონ შეხვედრები და გააცნონ საზოგადოებას სასურველი ინფორმაცია.

 

დამატებით
___________

გამოფენების გამართვა შესაძლებელია შაბათ-კვირას, 9:00-19:00 საათებში, ხოლო პრეზენტაციები, საღამოები და ღონისძიებები – თითქმის ნებისმიერ დღეს (წინასწარი შეთანხმებით).

 

=== 1 ოქტომბერი 2017 ===

დარბაზის მუშაობა დროებით შეჩერებულია, ამ ეტაპზე ვერავინ შეძლებს დარბაზის გამოყენებას. როცა გაგრძელდება ფუნქციონირება, ეს შენიშვნა მოიხსნება.

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.