„ათონის დარბაზი“ სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს, გამომცემლობებს და კერძო პირებს შესაძლებლობას აძლევს დარბაზში სრულიად უფასოდ მოაწყონ საღამოები, გამოფენები, პრეზენტაციები და სხვა ღონისძიებები. დარბაზში არის:
დარბაზის ტევადობა: 80(150) კაცამდე.
დარბაზი გამომცემლობებს შესაძლებლობას აძლევს, მოაწყონ წიგნების პრეზენტაციები, სურათებისა თუ ილუსტრაციების გამოფენები.
გამოფენის დროს შესაძლებელია წიგნების კითხვა, დისკუსიები, ილუსტრაციის ავტორების გაცნობა აუდიტორიისთვის, საგამომცემლო საქმიანობებისა და ლიტერატურის შესახებ მიმოხილვები და ა. შ.
ხელოვნების სფეროში მოღვაწე ადამიანებს საშუალება აქვთ მოაწყონ თავიანთი ნახატების, ფოტოსურათების, ნაკეთობების ან სხვადასხვა ნამუშევრების პერსონალური გამოფენები.
ზოგად-საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე ადამიანებს, ლიტერატორებსა და პოეტებს, შეუძლიათ მოაწყონ როგორც თავიანთი, ასევე სხვა პიროვნებისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო. საღამო შეუძლიათ გააფორმონ ზომიერი მუსიკით, ასევე პროექტორზე მასალების ჩვენებით (დარბაზში იძლევა ამ საშუალებებს).
მეცნიერ-მუშაკებსა და გამომგონებლებს შეუძლიათ თავიანთი კვლევების და აღმოჩენების შესახებ ჩაატარონ შეხვედრები და გააცნონ საზოგადოებას სასურველი ინფორმაცია.
გამოფენების გამართვა შესაძლებელია შაბათ-კვირას, 9:00-19:00 საათებში, ხოლო პრეზენტაციები, საღამოები და ღონისძიებები – თითქმის ნებისმიერ დღეს (წინასწარი შეთანხმებით).
=== 1 ოქტომბერი 2017 ===
დარბაზის მუშაობა დროებით შეჩერებულია, ამ ეტაპზე ვერავინ შეძლებს დარბაზის გამოყენებას. როცა გაგრძელდება ფუნქციონირება, ეს შენიშვნა მოიხსნება.