...

ღირსი სოფრონ ინგლისელის (სახაროვის) ტაძარი

2022 წლის 11 ივლისს პატრიარქის კურთხევით სატაძრო კომპლექსის რიგით მე-5, ღირსი სოფრონ ინგლისელის ტაძარი იკურთხა მთავარეპისკოპოს ეფრემ ბოლნელის მიერ. ტაძარი კომპლექსის დანარჩენი ტაძრებისგან  თავისი ადგილით განსხვავდება. ის 0-სართულზე მდებარეობს და წარმოდგენილია კატაკომბურ სტილში.

ინტერიერში ასევე XIX-XX საუკუნის ღირსი მამების ფრესკებია წარმოდგენილი. თითოეულ მათგანს ხელში თავისი ციტატის გრაგნილი უპყრია და ეს ციტატები ყველა ერთი და იმავე თემის – სიმდაბლის შესახებ არის. ინტერიერის დომინანტური ფერია მწვანე.

ტაძარი აგრეთვე ითავსებს ბაპტისტერიუმის – სანათლავის ფუნქციასაც.

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.