დღესასწაულები

საუფლო და საეკლესიო დღესასწაულების საღმრთო ლიტურგიას ჯვართამაღლების ტაძარში წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე აღავლენს თანამწირველ თუ სტუმარ სასულიერო პირებთან ერთად.

 

ასეთ დღეებში, განსაკუთრებით საუფლო დღესასწაულებზე, საღმრთო ლიტურგია აღევლინება კომპლექსის რამდენიმე ტაძარში სხვადასხვა დროს, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიეცეს ევქარისტიულ მსახურებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. 

 

დღესასწაულთა უმრავლესობას სამრევლო ლიტანიობით ეგებება წირვის დაწყებამდე; სადღესასწაულო წითელ ხალიჩებზე სასულიერო პირები ტაძრის სხვა მსახურებთან ერთად პატივისცემით მოაბრძანებენ იმ წმინდანის ხატს, რომლის ხსენებაც აღინიშნება, ხოლო ტაძრის სამრევლოს მანდილოსნები სადღესასწაულო თეთრი ფერის სამოსლითა და ვარდის ფურცლების პნევით ეგებებიან. ასევე თემატური დატვირთვით, საზეიმოდ მშვენდება ტაძარი, ხატები და ზოგჯერ კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაც, რასაც ტაძრის სამრევლოს გოგონები უზრუნველყოფენ.

 

აღსანიშნავია, რომ სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგიის განრიგის შესახებ მრევლს წინასწარ ეგზავნება შეტყობინება მობილურ ტელეფონებზე.

 

დიდ დღესასწაულებზე საღმრთო ლიტურგიაში დაახლოებით 500-600 ადამიანი მონაწილეობს. 

აღდგომა ქრისტესი | 2022

2022 წლის 24 აპრილს ჯვართამაღლების ტაძარში აღდგომის ღამისთევის სადღესასწაულო საღმრთო...


უახლესი ვიდეოები