...

ღვთისმსახურება

საღმრთო ლიტურგია

 

ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსისა და სამრევლოს არსებობის ღერძი, ქვაკუთხედი, არის აქტიური ევქარისტიული ცხოვრება. საღმრთო ლიტურგია ყოველდღიურად აღევლინება, რისთვისაც კვირის ყოველ დღეს კონკრეტული ტაძარია გამოყოფილი. 

შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე რამდენიმე წირვა აღევლინება, რათა მომსვლელები მათთვის სასურველი დროის მიხედვით გადანაწილდნენ. საბოლოო ჯამში კი ყოველთვიურად დაახლოებით 60 წირვა აღევლინება. 

Კვირა დღეს კომპლექსში ტრადიციულად 4 საღმრთო ლიტურგიაა. რიგით პირველი აღესრულება შაბათს ღამით, 23:00 საათზე. ხოლო კვირა დილით კი – 3 საღმრთო ლიტურგია აღევლინება. 

კვირა დღის ბოლო, ანუ – დილის მესამე წირვაზე 4 ბარძიმიდან ეზიარებიან, რომელთაგან ერთი გადაბრძანდება წმ.ნინოს ბაზილიკაში, სადაც ქადაგების პარალელურად მხოლოდ ბავშვები და ის ადამიანები ეზიარებიან, რომელთაც დროის სიმწირის გამო ეჩქარებათ. ამგვარად, მთავარ ტაძარში ღვთისმსახურების მყუდროება არ ირღვევა. 

ზიარებამდე, დილის მესამე წირვის პარალელურად, ტაძრის ტერიტორიაზე მდებარე “ათონის დარბაზში” მულტფილმის ჩვენება იმართება ბავშვებისთვის, კომპეტენტური პირების მეთვალყურეობის ქვეშ, რათა მშობლებს მშვიდად და შეძლებისდაგვარად სრულყოფილად მიეცეთ ღვთისმსახურებაში მონაწილეობის საშუალება. მულტფილმის ყურების და მისი ერთობლივი განხილვის შემდეგ, ბავშვები საზიარებლად გადიან.

 

პარაკლისი ხატთან “დედა სიმდაბლისა”

 

ყოველი კვირის ხუთშაბათ დღეს ტრადიციულად აღევლინება პარაკლისი ხატთან “დედა სიმდაბლისა”. 

 

მწუხრ-ცისკარი

 

მწუხრ-ცისკარი აღევლინება ყოველდღიურად – 4 საათზე (გარდა კვირა დღისა). 

 

კომპლექსის ტაძართა საღვთისმსახურო ატრიბუტიკა და წესრიგი

 

კომპლექსის ყველა ტაძარში ყურადღება გამახვილებულია თითოეულ საღვთისმსახურო დეტალზე, რათა მსახურებები მაქსიმალურად მოწესრიგებულად და შეუფერხებელად აღევლინებოდეს. ზრუნვა ხდება საკურთხევლის კეთილმოწყობაზეც, რომელსაც შესამოსლის ფერი საეკლესიო კალენდრის დღეების შესაბამისად ეცვლება: ტრაპეზის გადასაფარებელი სადაგ დღეებში მეწამული ფერისაა, დღესასწაულებზე თეთრი ფერით იმოსება, დიდმარხვაში კი – მუქი იისფრით. Კომპლექსის ყველა ტაძრისთვის Საგანგებოდ არის შექმნილი ბარძიმ-ფეშხუმი და სახარება.


სტიქაროსნები და მამასახლისები

ღვთისმსახურებების წესრიგზე პასუხისმგებელი სტიქაროსანთა ჯგუფია, რომელიც 30-ზე მეტი ვაჟისგან შედგება. პასუხისმგებელი პირი მორიგეობის შედგენაზე ზრუნავს, რათა ყოველ მსახურებაზე იყოს მედავითნე და სტიქაროსნები, რომელთაც განსაზღვრული ფუნქციები აქვთ კონკრეტულ მსახურებაზე. სტიქაროსანთა ჯგუფის ინიციატივითვე, კომპლექსის 7-ივე ტაძარს ჰყავს თავისი პასუხისმგებელი პირი – მამასახლი, რომელიც კონკრეტული ტაძრის მუდმივ წესრიგზე ზრუნავს.

მიმდინარე კვირის საღმრთისმსახურო განრიგი

23-29 ოქტომბერი
ორშაბათი სამშაბათი ოთხშაბათი ხუთშაბათი პარასკევი შაბათი კვირა

08:30 - დეკანოზი ლუკა რუხაძე

(წმინდა ნინოს ტაძარი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

08:00 - 
მღვდელი იოსებ შეყელაძე

(ღმრთისმშობლის ტაძარი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

08:30-

(წმინდა გრიგოლ ხანძთელის ტაძარი)

 


 

23:00 - 
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

(ჯვართამაღლების ტაძარი)

 

 

 

 

 

09:30- მღვდელი იოსებ შეყელაძე 

(წმინდა სოფრონის ტაძარი)

 


 

19:30 - ღმრთისმშობლის

პარაკლისი ხატთან

"დედა სიმდაბლისა"

მღვდელი იოსებ შეყელაძე

(ღმრთისმშობლის ტაძარი)

 

 

09:30 - 
მღვდელი იოსებ შეყელაძე

(წმინდა სოფრონის ტაძარი)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

09:00 - მღვდელი დავით ლომსაძე

(წმინდა სოფრონის ტაძარი)

09:30 - მღვდელი იოსებ შეყელაძე

(ღმრთისმშობლის ტაძარი)

10:00 - დეკანოზი ლევან მექოშვილი

(წმინდა ნინოს ტაძარი)

 


 

23:00 - მღვდელი იოსებ შეყელაძე

(წმინდა სოფრონის ტაძარი)

09:00 - მღვდელი დავით ლომსაძე 

(ღმრთისმშობლის ტაძარი)

09:30 - დეკანოზი ლევან მექოშვილი

(წმინდა გრიგოლ ხანძთელის ტაძარი)

10:00 - დეკანოზი ლუკა რუხაძე

(ჯვართამაღლების ტაძარი)

 

 

 

 

 

გასაუბრებები/აღსარებები

მღვდელი იოსებ შეყელაძე

მღვდელი დავით ლომსაძე

ყოველ დღე  10:00-15:30

მწუხრ-ცისკარი აღესრულება ყოველ დღე 16:00-ზე

Seraphinite AcceleratorOptimized by Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.