წმინდა ნინოს სახელობის ტაძარი

წმ.ნინოს სახელობის ბაზილიკა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის რიგით მე-2 ტაძარია, რომლის მშენებლობაც 2011 წელს დაიწყო, ხოლო იკურთხა 2015 წლის 10 თებერვალს, მიტროპოლიტ იაკობის (იაკობიშვილი) მიერ. 

ტაძარში, დაარსების პირველივე წლებიდან, ინტენსიურად მიმდინარეობს ღვთისმსახურებები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს წმ.ნინოს სახელობის ტაძრის ინტერიერისა და ექსტერიერის ცვლილება: როგორც ფრესკებით მოხატვა, ასევე – გარე კედლის ქვით შემოსვა.