ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი

ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსს 2022 წლის 29 ივნისს რიგით მე-4, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარი შეემატა. ტაძარი ამბა ალავერდელმა, მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძე) აკურთხა. ტაძრის მშენებლობა 2020 წელს დაიწყო, ხოლო საძირკველი იკურთხა ამავე წლის 19 აგვისტოს.  ტაძრისთვის, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის წიაღში, საგანგებოდ არის შექმნილი ღვთისმშობლის უნიკალური ხატი “დედა სიმდაბლისა”, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.