პირველი ტელეხიდი ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასესთან

ტელეხიდი ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასესთან

2020 წლის 28 მაისს, ამაღლების დღესასწაულის საღამოს, “ათონის დარბაზის“ ორგანიზებით შედგა ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასესა და დეკანოზ თეოდორე გიგნაძის პირველი დისტანციური შეხვედრა ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს ახალგაზრდების მონაწილეობით.

ტელეხიდი 1სთ და 30წთ-ის განმავლობაში გრძელდებოდა და მას სამრევლოს 100-ზე მეტი ახალგაზრდა ესწრებოდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა: სამრევლოს ახალგაზრდებმა მეუფეს მათთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური კითვები დაუსვეს სულიერ საკითხებთან დაკავშირებით.