კომპლექსის რიგით მე-7 ტაძარია წმინდა მოწამეების – ბიძინას (ჩოლოყაშვილი), შალვასა და ელიზბარის (ქსნის ერისთვაები) სახელობის, რომელიც სიმბოლურ სახელწოდებას კომპლექსის მდებარეობიდან გამომდინარე ატარებს. იგი უნივერსალური განათლების სივრცე “ბახტრიონის”, მესამე სართულზე მდებარეობს.
მოწამეთა ტაძარი პატრიარქის კურთხევით 2023 წლის 13 თებერვალს იკურთხა ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითის (მახარაძე) მიერ.