“მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს” ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული წმ.გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის ერთ-ერთი პროექტია, რომელიც ტაძრის სამრევლოს ახალგაზრდების ინიციატივით დაიწყო და მათივე სურვილით პატრიარქ ილია II-ის მამამთავრობის 45 წლისთავს ეძღვნება.
პროექტის ფარგლებში, უწმინდესის ლოცვა-კურთხევითა და ჯვართამაღლების სამრევლოს ინიციატივით, ტაძრის ახალგაზრდებმა დაიწყეს მომლოცველობა და საქართველოს სხვადასხვა ეპარქიისა და რეგიონის მონახულება სამოქალაქო აქტივობის ფორმატით.
პროექტის მიზანია, რომ მსგავსმა აქტივობებმა ხელი შეუწყოს ახალგაზრდების არა მხოლოდ სულიერ გაჯანსაღებას, არამედ მათი სოციალური პასუხისმგელობის ამაღლებას, რაც შედეგად თითოეული რეგიონის კულტურულ-სოციალურ განვითარებაშიც შეიტანს წვლილს.
გასვლითი ღონისძიებები 2023 წლის მარტში დაიწყო. ამ დრომდე სულ 13 გასვლა შედგა. ახალგაზრდები ესტუმრნენ: გორისა და ატენის, საგარეჯო-ნინოწმინდისა და ბოდბის, ბოლნისის, ალავერდის, ახალციხის, მცხეთა-თბილისის, ბათუმისა და ლაზეთის, ზუგდიდისა და ცაიშის, ნეკრესის, სტეფანწმინდისა და ხევის, თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის, მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქიებს. იგეგმება სხვა ეპარქიების მონახულებაც.
თითოეული გასვლა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავართან შეხვედრა;
ეპარქიის წმინდა ადგილების მოლოცვა;
რეგიონის კულტურულ-შემეცნებითი ადგილების მონახულება;
რეგიონში ტერიტორიების დასუფთავება;
ნერგების დარგვა.
საწყის ეტაპზე პროექტში სამრევლოს 70-80 ახალგაზრდა მონაწილეობს, თუმცა სოციალურ პლატფორმებზე სხვა ახალგაზრდების დიდი რაოდენობით გამოხმაურებიდან და სურვილიდან გამომდინარე იგეგმება პროექტის მასშტაბების გაზრდა და მალე სხვებსაც მეიცემათ მონაწილეობის შესაძლებლობა. ასევე იგეგმება პროექტისთვის გერბისა და ჰიმნის შექმნაც.
პროექტის შესახებ ინფორმაციისა და ფოტო-ვიდეო მასალის გავრცელება საზოგადოებისთვის ხდება ჯვართამაღლების ტაძრის სოციალური პლატფორმებისა და ვებ-სვებგვერდების საშუალებით.
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit. Optio, neque qui velit. Magni dolorum quidem ipsam eligendi, totam, facilis laudantium cum accusamus ullam voluptatibus commodi numquam, error, est. Ea, consequatur.
XIII გასვლა მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქიაში (ქვემო ქართლი)