JC.GE - ვებგვერდი ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის შესახებ

www.jc.ge მისიონერული ქართული საიტია, რომელიც მოიცავს მუდმივგანახლებად ინფორმაციას თბილისის ჯვართამაღლების სახელობის სატაძრო კომპლექსის, მის წიაღში აღმოცენებული საგანმანათლებლო კერების და სამრევლო ცხოვრების შესახებ.

 

ინტენსიური ევქარისტიული ცხოვრება არის სამრევლო ცხოვრების ბირთვი, რომლის ირგვლივაც დაიწყო სატაძრო კომპლექსისა და მისიონერული საქმიანობის განვითარება; შედეგად ჩამოყალიბებულია ახალგაზდებით დაკომპლექტებული საინიციატივო და საორგანიზაციო, ტექნიკური და გადამღები ჯგუფები, ინტერნეტ-რესურსების მართვის, გამშვენების და სხვ.

 

მოხალისეობის ნაყოფია არაერთი სატაძრო საჭიროების თვითორგანიზება: სეფისკვერები, სანთლები, სკვნილები და ა.შ.

 

„წმინდა გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის“ ეგიდით იმართება შეხვედრები საქართველოს და მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის პატივსაცემ სასულიერო და საერო პირებთან;

 

ახლგაზრდების ერთობით ჩამოყალიბდა არაერთი მთარგმნელობითი ჯგუფი, რომლებიც წმინდა მამების ნაშრომებს ბერძნულ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ, გერმანულ და პორტუგალიურ ენებზე თარგმნიან;

 

ითარგმნება დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგებათა ამონარიდები და ტაძარში შექმნილი გრაფიკული მასალა.

 

ვებგვერდი WWW.JC.GE იმართება მოხალისეობრივად სამრევლოს ტექნიკური ჯგუფის მიერ.

წინამძღვარი: დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

 

ჯვართამაღლების სახელობის სატაძრო კომპლექსის მისამართი: თბილისი, ზ.ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. #14 (საბურთალო)

 

სამრევლოს ადმინისტრირების ქვეშაა ასევე შემდეგი ვებგვერდები: Madliereba.ge და Evqaristia.ge