შეხვედრების ანონსი

ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლო, რომლის უდიდესი ნაწილი ახალგაზრდები არიან, ინტენსიური ევქარისტიული ცხოვრებით გამოირჩევა და ყოველდღიური ლიტურგიკული მსახურების თანამონაწილეა. ტაძრის წინამძღვრის სულიერი ზრდა, მისი მისწრაფება ინტენსიური ევქარისტიული ცხოვრებისკენ, მრევლის წევრებზეც აისახება, რაც საფუძვლად დაედო სატაძრო კომპლექსში ლიტურგიკული მსახურების ინტენსივობასა და ხარისხს.

უკვე რამდენიმე წელია, რაც ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში საღმრთო ლიტურგია ყოველდღე აღევლინება. მიუხედავად საერო ცხოვრების საზრუნავებისა, ღვთისმსახურების აღსასრულებლად სადაგი დღეები გამოანკლისს არ წარმოადგენს: ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში რამდენიმე მღვდელმსახური და სამი მოქმედი ტაძარია, რაც თვის განმავლობაში არანაკლებ ორმოცი, ხოლო კვირის განმავლობაში არანაკლებ ათი ლიტურგიკული მსახურების აღსრულების შესაძლებლობას იძლევა, რომელთა დაწყების დროებიც შეძლებისდაგვარად მორგებულია მრევლის წევრებზე.

სამრევლოს ინტესიური და მზარდი ჩართულობა ევქარისტიულ ცხოვრებაში, განაპირობებს დღის განმავლობაში აღსრულებული წირვების რაოდენობასა და ხანგრძლივობას. მრევლის წევრების განსაკუთრებული და ძვირფასი დამოკიდებულება საღმრთო ლიტურგიისადმი, სწრაფვა ინტენსიური ევქარისტიული კავშირისკენ, გარკვეულ სტატისტიკას შობს: სადაგი დღეების ლიტურგიკულმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ მიზანშეწონილი იყო წირვის დაწყება დილის 8 საათიდან 9 საათამდე პერიოდში, რომელში მონაწილეობასაც დღეში საშუალოდ 50-მდე მრევლის წევრი ახერხებს. აღნიშნული წირვები ტრადიციულად წმ.იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში აღევლინება.

პანდემიის დაწყებამდე, 2020 წლის მარტამდე, ოთხშაბათის ღამისთევის ლიტურგიის ერთგვარ გაგრძელებას წარმოადგენდა სამრევლოს შეხვედრა წინამძღვართან, ჯვართამაღლების ტაძართან არსებულ “ათონის დარბაზში”. Შეხვედრა, რომელზეც მსურველები მამა თეოდორეს მათთვის საინტერესო, სულიერ საკითხებთან დაკავშირებულ კითხვებს უსვამდნენ, ლიტურგიის დასრულებისთანავე იწყებოდა და დაახლოვებით 02:30 საათისთვის მთავრდებოდა.

აღსანიშნავია, რომ სამრევლოს წევრების მზარდი რაოდენობიდან გამომდინარე, შაბათ-კვირას უფრო მეტი ლიტურგია აღევლინება: შაბათობით პირველი ლიტურგია 08:00 – დან 09:00 საათამდე პერიოდში იწყება და ძირითადად წმ.იოსებ ისიქასტის ტაძარში აღევლინება. მასში მონაწილეობას 100-მდე მრევლის წევრი ახერხებს. მეორე წირვა ჯვართამაღლების ტაძარში 09:00 – დან 10:00 საათამდე პერიოდში იწყება და მასში 80-მდე მრევლის წევრი იღებს მონაწილეობას.

კვირაობით სამი საღმრთო ლიტურგია აღესრულება – პირველი ლიტურგია შაბათის ღამისთევის წირვაა, რომელიც 23:00-ზე იწყება და კვირა დღეზე გადადის. იგი ტრადიციულად, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში აღევლინება და მასში საშუალოდ 40-მდე მრევლის წევრი თანამონაწილეობს. კვირის მეორე ლიტურგია კომპლექსის წმ.იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში იწყება დილის 08:00 – დან 09:00 საათამდე პერიოდში. მასში მონაწილეობას 120-მდე მრევლის წევრი იღებს. კვირის ცენტრალურ ლიტურგიას კი წარმოადგენს მთავარ, ჯვართამაღლების ტაძარში აღვლენილი საკვირაო საღმრთო ლიტურგია, რომელიც 09:00 – დან 10:00 საათამდე პერიოდში იწყება და თანამონაწილე მრევლის სიმრავლით გამოირჩევა. კვირა დღის მესამე ლიტურგიაზე ოთხი ბარძიმიდან საშუალოდ 350 მრევლის წევრი ეზიარება.ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში ყოველდღიური ევქარისტიული ცხოვრება დიდი მარხვის პერიოდშიც არ წყდება – როდესაც ტრადიციული იოანე ოქროპირის ლიტურგიის აღსრულება კვირის სადაგ დღეებში არ არის დაშვებული. ეს ლიტურგია პირველშეწირული ძღვენის ლიტურგიით ნაცვლდება, რომელიც ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში დიდმარხვის ცალკეულ პერიოდში დღეში ორჯერ აღესრულება – დილის და საღამოს საათებში. ყოველდღიურად 90-მდე მრევლის წევრი ახერხებს პირველშეწირულის ლიტურგიაზე დასწრებას.

ამ ეტაპზე ჯვართამათლების სატაძრო კომპლექსში მიმდინარეობს მეოთხე, ღვთიმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრის მშენებლობა, რომლის დასრულება და ამოქმედება მეტად გაზრდის ლიტურგიკული მსახურების ინტენსივობას და კიდევ უფრო დააახლოვებს მრევლს ევქარისტიულ ცხოვრებასთან.აღსანიშნავია, რომ პანდემიის მიუხედავად ლიტურგიკული მსახურებების რაოდენობა არ შეცვლილა და არც მრევლის ლიტურგიკული ცხოვრების ინტენსივობაზე მოუხდენია არსებითი გავლენა, ვინაიდან სწორედ ამით ცოცხლობს სამრევლო. ტაძრის ღვთისმსახურებმა, სტიქაროსნებმა და მრევლმა ფეხი აუწყო არსებულ რეალობას, ღვთის შეწევნით, მოახერხა გამოემუშავებინა სწორი დამოკიდებულება არსებული რეალობისადმი და შესაბამისი შიდა რეგულაციების დაცვით მოახერხა შეენარჩნებინა ინტენსიური ლიტურგიკული ცხოვრება.მსგავსად ორგანიზებულმა და ინტენსიურმა ღვთისმსახურებებმა თავისთავად შემოიკრიბა მის გარშემო მსახურები (სტიქაროსნები, “თეთრჟილეტიანები”, სხვადასხვა მიმართულების მოხალისეობრივი ჯგუფები…), რომლებიც უსასყიდლოდ, პირადი მოხალისეობრივი მოტივებით, მონაწილეობას იღებენ ღვთისმსახურებაში და ამგვარად ემსახურებიან ქრისტეს ეკლესიას.

 

მიმდინარე კვირის ტიპიკონი

მიმდინარე კვირის ტიპიკონი

ორშაბათი სამშაბათი ოთხშაბათი ხუთშაბათი პარასკევი შაბათი კვირა

08:00 - წირვა
მღვდელი საბა თავაძე

15:00 - ლოცვა

07:30 - წირვა
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

15:00 - ლოცვა

08:30 -
წირვა მღვდელი საბა თავაძე

15:00 - ლოცვა

23:00 - წირვა
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

15:00 - ლოცვა

19:30 - ღმრთისმშობლის პარაკლისი ხატთან "დედა სიმდაბლისა"

08:30 - წირვა
მღვდელი საბა თავაძე

15:00 - ლოცვა

08:00 - წირვა

09:00 - წირვა მღვდელი ლევან მექოშვილი

15:00  - ლოცვა

23:00 - წირვა

08:00 - წირვა

09:00 - წირვა 

მიმდინარე კვირის ტიპიკონი

ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს ყოველდღიურობა

ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოს უმრავლესობას ახლაგაზრდობა წარმოადგენს, რაც თავისთავად აისახება აქტიურ სამრევლო ცხოვრებაში.


რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები, ისევე როგორც სამრევლოს უდიდესი ნაწილი, ინტენსიურად, თითქმის ყოველდღიურად, მონაწილეობენ ევქარისტიულ მსახურებაში.


სამრევლოს ახალგაზრდობისთვის სწორედ ინტენსიური ევქარისტიული ცხოვრებაა ის მთავარი, რომელიც განაპირობებს სამრევლოს აქტიურ ყოველდღიურობას და შეიძლება ითქვას, რომ ამის ნაყოფია მისიონერობა სწორედ ახალგაზრდების სურვილითა და ინიციატივით შეიქმნა მუდმივ განვითრებაზე ორეინტირებული სხვადასხვა სამუშაო მოხალისეობრივი ჯგუფი, რომელთა მიზანს სწორედ ღვთის სიტყვის გავრცელება წარმოადგენს. სამრევლო ამ საქმიანობას სხადასხვა ტიპის პროექტების განხორციელებით ცდილობს, ასევე – კულტურული ღონისძიებებისა და შეხვედრების ორგანიზებით, სამრევლოს მიერ შექმნილი მასალების ინტერნეტ სივრცეში გავრცელებით და ა.შ.

 

ამასთანავე, სამრევლოში არაერთი ჯგუფია შექმნილი, რომელიც აქტიურად და უშუალოდაა ჩართული სატაძრო ცხოვრების ყოველდღიურობასა და კომპლექსის მოვლა-აღმშენებლობაში: სწორედ ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული მოხალისეობრივი ჯგუფები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავენ ღვთისმსახურებების მაქსიმალურ წესრიგზე, კომპლექსის ინფრასტრუქტურაზე, ეზოს სილამაზეზე და ა.შ.


სამრევლოს ყოველდღიურობა, ასევე, წარმოუდგენელია სამშენებლო სამუშაოების გარეშე, რომლებშიც ტაძრის სამრევლოს ვაჟები მონაწილეობენ – კეთილი ნებით და პირადი დროის შესაბამისად. მათ მოხალისეობრივ სურვილსა და ჩართულობას მაქსიმალურად ეწყობა ხელი: მშენებლობაში მონაწილეთა კვება უზრუნველყოფილია მრევლის მანდილოსნების მიერ, რომლებიც ასევე მოხალისეობრივად მონაწილეობენ კომპლექსის აღმშენებლობაში და წინასწარ შედგენილი მორიგეობის სიების მიხედვით ტაძარში ტრაპეზი მოაქვთ.


აღსანიშნავია, რომ სამრევლოს ყოველდღიურობის ნებისმიერ აქტივობაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თითოეული პიროვნების პირად დროსა და შესაძლებლობებს, რათა მაქსიმალურად ხელი შეეწყოს სამრევლოს თითოეულ წევრს, რომელსაც მზაობა აქვს, სატაძრო, ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობით, უფალი ადიდოს.


ჯვართამაღლების ტაძრის სამრევლოსთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ შიდა ერთობა, არამედ სხვა სამრევლოებთან დაახლოება და დამეგობრებაც. სწორედ ამ მიზნით და ახალგაზრდების სრული მონაწილეობით, ხორციელდება მომლოცველობითი ხასიათის გასვლები სხვა ტაძრებსა თუ მონასტრებში და ამგვარად ხდება დედა ეკლესიაში სამრევლოებს შორის ურთიერთობების გაღრმავება, უფლის სადიდებლად.


სამრევლოს ახალგაზრდების ჩართულობითა და ხელშეწყობით რეალიზებული თითოეული საქმიანობა ემსახურება მთავარ მიზანს – სამრევლო, ქრისტესმიერი ერთობის ჩამოყალიბებას.

გამოიწერეთ

ჯვართამაღლების ტაძრის სიახლეები